ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მსხვერპლი მოჰყვა. 

65 წლის ქალს, რომელიც  საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ბოსტნეულს ყიდდა,  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 
დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.