სოფელ ყინჩაურში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
საგანგებო რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა ლოკაციაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ მეწყრული პროცესების განვითარებისთანავე, მერია კოორდინაციაშია უშუალოდ მოსახლეობასთან. მყისიერად მოხდა ყველა დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლა გეოლოგების მიერ, რომელთა დასკვნის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
სტიქიური პროცესების მონიტორინგს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ
ბერიძე პირადად უწევს კოორდინაციას.