USAID-ის წარმომადგენლები, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში დაინტერესებულ ორგანიზაციებს და მეწარმე ქალებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები. 


ძლიერი სოფლის პროგრამის საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათი თემების ლიდერებად თუ მუნიციპალური განვითარების მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. პროგრამა ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას, საქმიანობენ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებებისაგან გამოწვეული შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებისა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს ადვოკატირების მიმართულებით.
ნინო ლიპარტელიანი დამსწრეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ესაუბრა, რისთვისაც საჭიროა აქტიური ჩართულობა საერთაშორისო თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში.