ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ვირჯინია ვულფის წიგნის „საკუთარი ოთახის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ნინო სუხიაშვილი. 

„საკუთარი ოთახი“ არ გულისხმობს მხოლოდ ოთხი კედლით შემოსაზღვრულ სივრცეს, სადაც მწერალი მხატვრული ნაწარმოების შექმნაზე მუშაობს, ეს არის ადამიანის პირადი სივრცე და დრო, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებითი აზრის განვითარებისთვის. სივრცე, რომელიც მუდმივად შეზღუდული იყო შემოქმედი ქალებისთვის.


შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიაში.