ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სათათბირო ორგანოს - "ხაშურის ახალგაზრდული საბჭოს“ წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. 

ხაშურის ახალგაზრდული საბჭო პირველად შეიკრიბა. 

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ და ორგანიზაცია „ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა. 
ხაზგასმით აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობა. 
შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საბჭოს ფარგლებში მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 
ახალგაზრდულმა საბჭომ მმართველობითი სტრუქტურაც აირჩია. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საბჭოს მუშაობის ორგანიზებასა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაში.