ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: ბულბულისციხეში, ბეღლეთსა და სავანისუბანში ბეტონის გზა მოეწყობა, სარმანიშვილისკარში - ბეტონის გზა და ტაშისკრიდან გადმოსასვლელი კიბის მოაჯირი, ტეზერსა და ქვიშხეთში მოსახლეობამ მხარი სასაფლაოებამდე მისასვლელი გზის მოწყობას დაუჭირა, რუსაანთუბანში პრიორიტეტად საყრდენი კედლის მოწყობა მიიჩნიეს, მონასტერში - სანიაღვრე არხების მოწყობა, ტაშისკარში ხმათა უმრავლესობით საზოგადოების თავშეყრის ადგილის მოწყობა გადაწყდა, სათივეში მინი სტადიონი გაკეთდება, ყიფიანთუბანში კი - სკვერი და საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებებზე ადგილობრივების მიერ დასახელებული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.