ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა 23-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. 

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობის ტურნირს ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლა მასპინძლობდა.

მედლები გათამაშდა ათ წონით კატეგორიაში.


დაჯილდოებულთა შორის არის ხაშურელი საბა ჩილაშვილი, რომელიც მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ.


ღონისძიება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მხარდაჭერით წარიმართა.