იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

1608194360
ავარია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საავტომობილო გზაზე მოხდა. მგზავრმა სავარაუდოდ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილია მძღოლი და ორი მგზავრი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „აიპრესს" განუცხადეს გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.