ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია სივრცე კავკასია და საქართველოს მომავლის აკადემია ხობის 66- ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-3 უბნის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.
სხდომას მომჩივანი მხარეები არ დასწრებია.
ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა.