"ევექსის" კატასტროფის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაყავდა ავარიაში მოჰყვა

1587203552
"ევექსის" კატასტროფის მანქანას, რომელსაც პაციენტი გადაყავდა ავარიაში მოყვა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
276-ე მუხლი:
„1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.