მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად წარუდგინა.


შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა როგორც პროექტის პრეზენტაციას, ასევე, კითხვა პასუხის რეჟიმს, სადაც, შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე პასუხობდა.

ახალ ბიუჯეტში, პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი განათლება, სოციალური სფერო და ახალგაზრდული მიმართულება.