დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე განხორციელდება სკვერის მიმდებარედ არსებული ადმინისტრაციული შენობების ფასადების რეაბილიტაცია. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 2 821 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, გარე განათება, საფეხმავალო ბილიკი, შადრევანი. ასევე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 026 160 ლარია გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე წინადადების მიღება დასრულებულია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი