ბათუმში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და მათი ახალი, თანამედროვე სტანდარტის ლიფტებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები 4 მისამართზე სრულდება.
„ლიფტების განახლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით (99% - მერიის პროცენტული წილი, 1%- ამხანაგობის) ხორციელდება.
2023-24 წლებში ჯამში 79 ლიფტი მოეწყო, რაზეც 6 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.
2025 წლის ბოლომდე სამუშაოები 113 მისამართზე იგეგმება, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს“,- აცხადებს, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი, აკაკი ბერიძე.