ახალი სასწავლო წლის დაწყება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, პედაგოგებს და მშობლებს, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, საკრებულოს დეპუტატებთან და ა.ა.ი.პ.  სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების  ხელმძღვანელ ნინო რობაქიძესთან ერთად მიულოცა.

წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 623 აღსაზრდელია, პატარებს საბავშვო ბაღების შესაბამის  სტანდარტებზე გათვლილი საგანმანათლებლო  პროგრამა ექნებათ.