ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ა.(ა).ი.პ. სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანებამ, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.


პატარებმა საჩუქრები საახალწლო ღონისძიებაზე თოვლის ბაბუას თანხლებით მიიღეს. სადღესასწაულო ტკბილეული  დაურიგდათ  საჩუქრად,  აღნიშნულ გაერთიანებაში შემავალი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის  და წითელხვის კ.ფოცხერაშვილის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს.