ოზურგეთის მერის თქმით, ისინი საკრებულოში პოლიტიკურ ისტერიკაში ვარდებიან როცა გაზრდილ ბიუჯეტს და დაგეგმილ პროექტებს ხედავენ. რაც მეტი კეთდება, მით უფრო უბედურად გრძნობს თავს რადიკალური ოპოზიცია.

მინდა გამოვეხმაურო რადიკალურ ოპოზიციას ჩვენს საკრებულოში, რომელთაგან თითოეული, ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიაში მოსახვედრად ყველაფერს კადრულობს და საკუთარი ქალაქის, საკუთარი კუთხისთვის ტალახის სროლას არ ერიდება. რაც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააფუჭეს და გაფლანგეს, მერე კი ოპოზიციაში ყოფნისას სიმართლის და რეალობის გადაკეთებით, ცილისწამებით და დეზინფორმაციით ზიანი მიაყენეს ქვეყანას - ახლა უსინდისობით და უნიჭო ვიდეოჩართვებით უნდათ გადაფარონ.  ოზურგეთში, ბოლო წლების განმავლობაში პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული, რადგან საკმაოდ თბილად იყვნენ. არჩევნები პირწმინდად წააგეს და ყველაფერი რატომღაც მერე გაახსენდათ: იმ სიახლეების და პროექტების ფონზე, რაც უკვე განვახორციელეთ, მაინც უტიფარი განცხადებებით გამოდიან და 2 წელიწადში ითხოვენ ჩვენგან იმ საქმის გაკეთებას, რისთვისაც ხალხმა მერი 4 წლით აირჩია. მოგიწევთ დაცდა და საკმაოდ დიდ ხანსაც, რადგან ხელისუფლებაში თქვენნაირი ანტიქართული და ანტიევროპული პარტია ვერასოდეს დაბრუნდება. რადიკალური ოპოზიციის წევრები ოზურგეთში, ხან ჩვენს მიერ განახლებულ შენობებთან და ახლად დაგებულ გზებზე დგანან და ისტერიულად გვაკრიტიკებენ, რომ არაფერი გაკეთებულა; ხან საქართველოს ევროპული წარმატებების ფონზე, ევროპელობას გვიწუნებენ; ხან საკრებულოში პოლიტიკურ ისტერიკაში ვარდებიან როცა გაზრდილ ბიუჯეტს და დაგეგმილ პროექტებს ხედავენ. რაც მეტი კეთდება, მით უფრო უბედურად გრძნობს თავს რადიკალური ოპოზიცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე - გურიაში სტიქიამ რომ ჩაიარა, ბოტები ჩაიცვეს, პატარა ნაკადულში ჩადგნენ და იქედან აწონებდნენ თავს ერთმანეთს,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მერის თქმით, ოზურგეთში ორი წლის განმავლობაშიბევრი რამ გაკეთდა და წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

 

რადიკალური ოპოზიცია რომელიც 11 წელია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, რა გასაკვირია რომ იგივეს აკეთებს ოზურგეთშიც? რაც მეტი კეთდება მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს. მივყვებით გეგმას - რაც იყო ჩვენს 8 პუნქტიან პროგრამაში - ყველაფერს თანმიმდევრულად გავაკეთებთ,“- აღნიშნავს თალაკვაძე.