ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხუთი ახალი, პატარა ბინადარი შეემატა.

ფარშევანგები ბაღის ბუნებრივ გარემოს კარგად ეგუებიან და წარმატებით მრავლდებიან.

ფარშევანგების ისტორია ჩვენს ბაღში 2019 წლიდან იწყება, როდესაც თბილისის ზოოპარკმა საჩუქრად ოთხი ფრინველი გადმოგვცა.

წლების განმავლობაში მათი ოჯახი გაიზარდა და დღეს უკვე ახალი თაობის პატარა, ფრთოსანი მეგობრების ხილვის შესაძლებლობაც გვაქვს.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დღეს უკვე ოცდაერთი ფარშევანგი ბინადრობს. - წერს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი









