პირველი რეგიონული ტურნე ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართება.

ფესტივალი ცხრაწყაროს ამფითეატრში 19 : 00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა ქართული ღვინისა და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები, გამოფენა - გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დასკვნით კონცერტს ბენდი "ჩვენებურები", GAGA FRANI და REGGAEON გამართავენ. ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში პანტიანის ტბაზე REGGAE0N - ის და SHEREKILEBI - ს კონცერტით დასრულდება. Art - გენი 2024 - ის რეგიონული ტურნეს მხარდაჭერები არიან: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.