მანამ სანამ სპორტი ჩამოკიდებულია ბიუჯეტზე ანუ დროის კონკრეტულ მომენტში იმ ხელისუფლებაზე რომელიც ადგენს, ამტკიცებს და განკარგავს ბიუჯეტს, მანამდე სპორტსმენები მმართველი პარტიის სიაში იქნება სტანდარტული მოვლენა", - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში მსოფლიო ჩემპიონების: ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის შეყვანის ფაქტს:

"მანამ სანამ სპორტი ჩამოკიდებულია ბიუჯეტზე ანუ დროის კონკრეტულ მომენტში იმ ხელისუფლებაზე რომელიც ადგენს, ამტკიცებს და განკარგავს ბიუჯეტს, მანამდე სპორტსმენები მმართველი პარტიის სიაში იქნება სტანდარტული მოვლენა.

ასე იყო, ასე არის და ასე იქნება სანამ სახელმწიფო არ ჩაეხსნება სპორტს (კულტურას, ახალგაზრდობას, სოფელს, მთას და ღობე-ყორეს)

ასევე, მანამ სანამ არ გავიაზრებთ რომ კუნთმაგარი ადამიანების პიტბულებივით გამოზრდაში საკუთარი ფულის ხარჯვა (გადასახადების სახით) უტვინობაა (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), როგორც არ უნდა გვიხაროდეს ჩვენი დროშის დანახვა თუ ჰიმნის მოსმენა (რაც სხვა გზებითაც მიღწევადია), მანამდე ეგ ხალხი, რომლებმაც სხვა არც არაფერი იციან, გარდა მეორე ადამიანის ფიზიკურად დაჩაგვრისა, ყოველთვის იქნებიან რეჟიმის უსიტყვო სამსახურში და ბრძანების შემთხვევაში, ნიღაბს ამოფარებული, გაუერთიანებენ თავ-ყბას ნებისმიერს ვინც მათთვის დადგმულ სალაფავს საფრთხეს შეუქმნის".