მდგომარეობის ტრაგიკულობა რომ არა, ალბათ ბევრს ვიხუმრებდით იმაზე, რომ თურმე გერმანიის კანცლერის თარჯიმანიც „ნაციონალი“ აღმოჩნდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი მდგომარეობის ტრაგიკულობა რომ არა და ჩვენი ერის ძალიან მძიმე მდგომარეობა რომ არა ამ ხელისუფლების ხელში, ალბათ ბევრს ვიხუმრებდით იმაზე, რომ თურმე გერმანიის კანცლერის თარჯიმანიც „ნაციონალი“ აღმოჩნდა, ისევე როგორც ქოჩორაშვილის მამა და ა.შ... სინამდვილეში, ეს მიუთითებს ძალიან ღრმა კრიზისზე, რომელშიც შევიდა „ქართული ოცნება“ და რომელიც ცდილობს, რომ ამ კრიზისში ქართული საზოგადოება შეათრიოს",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
პრემიერმა განაცხადა, რომ იმედია, გერმანიის კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში - ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე