ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადებით, ევროკავშირში მხოლოდ ხორვატია არ არის, რომელსაც საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.
ზორან მილანოვიჩის თქმით, ბევრ ევროპულ ქვეყანას საერთოდ პოზიცია და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში არ გააჩნია.
„მე ვერ დავეთანხმები იმას, რომ პოზიტიური არის ხორვატია და ყველა ევროპული ქვეყანა არის ნეგატიური საქართველოსთვის. ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ საკუთარ კომფორტულ ზონაში. ოპორტუნისტული დამოკიდებულება აქვთ. მათ არ ესაჭიროებათ აქ ნაბიჯები, არის რესურსები, რომ მათ გაიგონ, ის კი არა, რომ აგრესიულები გავხადოთ, უბრალოდ, ვანახოთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია, ძალიან ბევრს არ გააჩნია მყარი პოზიციები ევროკავშირში“, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.




