ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრი ზაალ მიქელაძე აირჩია.

ზაალ მიქელაძე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული, დღემდე ვაკანტური იყო.