"ყველაფერი იზომება და ფასდება შედეგით, და შედეგი არის ის რაც ეხლა გვაქვს - 22% შემცირებული ქვეყანა. და ამ შედეგის შეცვლის პერსპექტივა არც კი იკვეთება."- ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

"08.08.2008 ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში დარჩება ტრაგიკულ თარიღად და ეს ტრაგედია მაშინდელმა ხელისუფლებამ ზეიმად გადააქცია და ჩვენდა სამარცხვინოდ (არ მერიდება ამის თქმა) ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აჰყვა ამას. ბევრს შეიძლება ეს არც ახსოვს, ან არ სურს გახსენება.

დე-ფაქტოდ დაკარგული ტერიტორიები უკვე დე-იურედ დავკარგეთ, ე.წ. "მეგობარ-პარტნიორებს" თითიც არ გაუნძრევიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში რომ დაგვხმარებოდნენ და არც ჩანს ამის ნიშნები.

ყველაფერი იზომება და ფასდება შედეგით, და შედეგი არის ის რაც ეხლა გვაქვს - 22% შემცირებული ქვეყანა. და ამ შედეგის შეცვლის პერსპექტივა არც კი იკვეთება" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.