ქართულ რეალობებზე დამყნობილი საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიის კუთხით, "ქართულმა ოცნებამ" ძლიერი ნაბიჯი გადადგა რეგიონებზე დელეგატებად მიმაგრებული დეპუტატების სტატუსის შემოღებით, რაც არ უნდა იქილიკონ ამაზე ოპონენტებმა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ზემოთ ხსენებულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება თავის  ელექტორალური მონაგარი, განსაკუთრებით რეგიონებში.


"ქართულ რეალობებზე დამყნობილი საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიის კუთხით, ქ/ოცნებამ ძლიერი ნაბიჯი გადადგა რეგიონებზე დელეგატებად მიმაგრებული დეპუტატების სტატუსის შემოღებით, რაც არ უნდა იქილიკონ ამაზე ოპონენტებმა. 

ამ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება თავის  ელექტორალური მონაგარი, განსაკუთრებით რეგიონებში.  ვფიქრობ ბევრი ახსნა განმარტება არ სჭირდება, თუ რატომ მოხდება ასე", - წერს ანჯაფარიძე.