გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინის დარტყმებმა პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა, რომელიც საზღვრიდან 1600 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

პერმის მხარის გუბერნატორმა დიმიტრი მახონინმა მანამდე განაცხადა, რომ რეგიონში „სამრეწველო ობიექტი“ დაზიანდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ საწარმოზე იყო საუბარი.

როგორც „ბიბისი“ წერს, მონიტორინგის არხებისა და უკრაინული მედიის წყაროების ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე გახდა „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“.

მედიის ცნობით, ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე ადრეც გამხდარა, მათ შორის აპრილის ბოლოს.