თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ბოჟაძე აღნიშნავს, რომ საყოველთაო სიხარულის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფონდი ,,ქართუ"-ს და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი, ბიჭებმა ეს მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომით და ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი თამაშით დაიმსახურეს.
„ჩვენ ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, მათ წარმატებას სათანადო დაფასება ჭირდება.
საყოველთაო სიხარულის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფონდი ,,ქართუ"-ს და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი, ბიჭებმა ეს მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომით და ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი თამაშით დაიმსახურეს. გვიყვარხართ და გვეამაყებით ბიჭებო!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.