ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"არის შანსი იმისა, რომ ევროკავშირმა ისეთივე სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როგორც აშშ-მა გააკეთა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით ზომების შეთანხმება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ვიოლა ფონ კრამონს აღნიშნული შეკითხვის ადრესატებად მონიშნული ჰყავს ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
Any chance @JosepBorrellF @eucopresident @vonderleyen that the EU 🇪🇺 implements a similar travel for GD leadership as the USA 🇺🇸 did? Would be extremely important to align measures re 🇬🇪 with our Western partners @EU_Commission @EUCouncil @Europarl_EN https://t.co/TJF80FLEtW
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 24, 2024