"პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება. ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება." - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა "ქრონიკასთან" განაცხადა.
"რაც შეეხება სანქციებს, კონგრესში განვითარებულ მოვლენებს, მე არ ვყვები ხოლმე ისტორიებს, მაგრამ ერთ ადამიანს მოვკარი თვალი კონგრესში - შალვა ნათელაშვილს. საერთაშორისო ტენდერი ან გამოკითხვა რომ გამოვაცხადოთ პოლიტიკურ თაღლითზე ან პოლიტიკურად კორუმპირებულ ადამიანზე, ან ისეთ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი შალვაა, მგონი პირველ ადგილს აიღებს მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯაშუშის რანგში ემსახურებიან ქვეყანას და მოღალატეობრივი ფორმით ექცევიან თავის სამშობლოს, ძალიან მძიმე საყურებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტრუქტურა იღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა "იმედთან".
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს