იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები მედიასთან შეაფასა.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ალიანსში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა.

„გვახსოვს, კამპანიების მცდელობები ჰქონდათ, თითქოს რეგიონებში მოსახლეობასთან უნდა დაეწყოთ აქტიური კომუნიკაცია, რეალურად კი მივიღეთ ცარიელი დარბაზები და ცარიელი სკამები.

ამ კვაზიალიანსში შემავალმა ე.წ. პოლიტიკურმა ძალებმა, რა თქმა უნდა, დიდი ხანია მოიჭრეს საზოგადოებასთან სალაპარაკო გზა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.