სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, პირველად ამ ქვეყანას ხელისუფლებაში  ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს და შედეგები ძალიან სამწუხაროა და უკვე ყველანი ვხედავთ ამას - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა..

„Elite capture ტერმინიც კი არსებობს, ეს არის საჯარო პირების პოლიტიკური ელიტის დაპყრობა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან ანგარიშვალდებული და ლოიალური არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ სხვა ქვეყნის ან სხვა ქვეყნის კომპანიების მიმართ.

შეუძლებელია, ასეთი შემთხვევა არსებობს, რომ ვინმე, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი CEFC-სთან ყოფილიყო ანგარიშვალდებული და ღარიბაშვილი ოფიციალურად მუშაობდა, ის ამას არ მალავს. მას არ ჰქონდეს შემდეგ განგრძობითი ანგარიშვალდებულება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. 

ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, როდესაც პირველად ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში და შედეგები ძალიან სამწუხაროა და უკვე ყველანი ვხედავთ ამას,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.