კრემლმა ზუსტად იცის თბილისში არსებული ხელისუფლების შიშები და მუდმივად აშანტაჟებს - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

„აბსოლუტურად აუცილებელი და უალტერნატივოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
1. უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთში ფრენებზე;
2. სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს
და სულ არ მგონია რომ ეს საჩუქარია ხელისუფლებისთვის.
სწორედ რომ პირიქით, კრემლმა ზუსტად იცის თბილისში არსებული ხელისუფლების სისუსტე და შიშები და სწორედ ამიტომ მუდმივად აშანტაჟებს. ამ შემთხვევაშიც ასეა, სწორედ ამ ისტორიულ მომენტში უნდა მიაღებინოს გადაწყვეტილებები რომელიც იმ მცირედ სინათლესაც ჩააქრობს რაც ჯერ კიდევ ბჟუტავს ევროკავშირთან მიმართებაში.
ძალიან მძიმე და სამწუხარო საყურებელია ასეთი შეშინებული ხელისუფლება რუსეთში მყოფი მილიონი ქართველის მითოლოგიით რომ კვებავს საკუთარ ამომრჩეველს“- წერს ხიდაშელი.