გახარიამ და ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი - ამ შემთხვევაში ქვეყანას გადარჩენის შანსი აქვს - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„მე ჩემი ფორმულაც კი მაქვს, რა უზრუნველყოფს საქართველოში „ქართული ოცნების“ დამთავრებას და ოპოზიციურ ფლანგზე რეალურ წარმატებას. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი და ამ შემთხვევაში ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომ 2024 წელს გავძვრეთ და გადავრჩეთ, სხვა შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ან 2 პარტია გვეყოლება პარლამენტში, ან უფრო მაღალი ალბათობით 3, მესამე იქნება რუსული პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.