მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვის ტრაგედიაზე პროკურატურამ ფორმალურადაც კი არ აღძრა საქმე.

"ოცნების“ პოლიტიკა ყოველთვის ყველა კრიზისში, ყველა ტრაგედიის წინაშე არის გადაბრალების პოლიტიკა და მათ შორის შოვის შემდეგაც ჩვენ ვხედავდით, რომ დაზარალებული ადამიანების ბრალეულობაზეც კი საუბრობდა ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ბრალეულობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით დაეწყო გამოძიება, ფორმალურადაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე არ აღძრა, ანუ იმ შესაძლო დანაშაულს, რომელთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე იძიებს თავად შს მინისტრი, რომელიც თავად შეიძლება იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ