ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, რამდენიმე წუთის წინ „ევროპის სახალხო პარტიამ“ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე“.
„ასევე აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ. მათ შორის იმგვარი კონკრეტული ინსტრუმენტების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს, მის რეპრესიულ მანქანას ფინანსურად შეზღუდავს და დააწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს, რათა არ ხდებოდეს კორუფციული ფულის გამოყენება დიქტატურის კონსოლიდაციისთვის საქართველოში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.







