„აშშ-ს კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდეს როგორც მაღალი დონის დელეგაციები წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია, რადგან 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებში უნდა აისახოს ქართველი ხალხის ნება.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
"მივმართეთ საერთო წერილით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო დამკვირვებლების, რადგან ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებელია, რომ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიებიც და მაღალი დონის დელეგაციებიც კონგრესიდან. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.