
თიბისი ბანკის დამფუძნებლის და ახლადარჩეული პარლამენტის წევრ მამუკა ხაზარაძის დეკლარაცია 31 გვერდიანია

1613197812
საჯარო სამართლის ბიუროს ვებ-გვერდზე ახლადარჩეული პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა მიერ წარდგენილი დეკლარაციები აიტვირთა.
საჯარო სამართლის ბიუროს ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, 11 თებერვლისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 21-ს აქვს წარდგენილი დეკლარაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. დეკლარაციის წარმდგენ ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის ბარიერგადალახული ყველა პარტიის და ბლოკის წარმომადგენლები არიან გარდა „გირჩისა" და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა".
21 დეპუტატიდან 11 ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია"-ს წარმოადგენს:
გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
დევი ჭანკოტაძე - უპარტიო
ლევან ვარშალომიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ზაალ უდუმაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია"
აბდულა ისმაილოვი - უპარტიო
როსტომ ჩხეიძე - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"
დავით კირკიტაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
მანუჩარ კვირკველია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ნიკა მაჭუტაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ლევან ხაბეიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
3 დეპუტატი „ლელო - მამუკა ხაზარაძე"-დანაა:
ბადრი ჯაფარიძე
მამუკა ხაზარაძე
დავით უსუფაშვილი
2 დეპუტატი ბლოკ „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" წარმოადგენს:
პაატა მანჯგალაძე
თეონა აქუბარდია
დეკლარაციები წარადგინეს აგრეთვე „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" სიით გასულმა უპარტიოებმა შალვა შავგულიძემ და არმაზ ახვლედიანმა, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" სიით გასულმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა და „დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სიით გასულმა ავთანდილ ენუქიძემ
ახლადარჩეულ დეპუტატთა ქონებრივი დეკლარაციები, ძირითადად, 12-13 გვერდიანია. გამონაკლისს წარმოადგენს დეპუტატების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დეკლარაციები. პირველის დეკლარაცია 31 გვერდიანია, მეორის კი 29 გვერდიანი. მამუკა ხაზარაძის დეკლარაცია მოცულობით 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი დეკლარაციის ტოლია.
ოპოზიციონერ დეპუტატთა მიერ წარდგენილ დეკლარაციებში ერთში, კერძოდ, დეპუტატ ლევან ვარშალომიძის დეკლარაციაში, მითითებულია, რომ პარლამენტის წევრი თავის ნების საწინააღმდეგოდაა.
