საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაურის განცხადებით მას საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა არჩევნები ცოტა კიდევ თუ გადაიწევდა.

"ნახევრად ხუმრობით, ცოტა იქეთ გადაწევა ყველას გვაწყობდა იმიტომ, რომ გარანტირებული მომავალ პარლამენტში მოხვედრა არავის არ გვაქვს, ერთი-ორი კაცის გარდა. გამომდინარე აქედან ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ოპოზიციას ამ კუთხით შემიძლია დავეთანხმო, შეიძლება ჯობდა ცოტა იქით. ასე რომ მარტო ისინი არ დაზარალებულან ამით და საწინააღმდეგო არ მექნება თუ ცოტა იქით კიდევ გადასწევენ, ასევე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მეორე ტური რამდენიმეგან კი არა, ალბათ ბევრგან იქნება", - განაცხადა მეჭიაურმა.