"2008 წელს, 2009 წელს, 205 მკვლელობიდან, რომელიც ქვეყანაში მოხდა, თქვენ გააშუქეთ მხოლოდ 76 ფაქტი. მთლიანად მედიამ." - ასე მიმართა  გადაცემა არჩევანის წამყვანს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას. 

 2010 წელს, მომხდარი 180 მკვლელობიდან, თქვენ გააშუქეთ მხოლოდ 66 შემთხვევა, აი 2015 წელს მომხდარი 100 შემთხვევიდან თქვენ გააშუქეთ 88 შემთხვევა. ანუ გაშუქებამ მოიმატა, თქვენ გიყურებთ მაყურებელი და რჩება შთაბეჭდილება, რომ დანაშაულმა მოიმატა. 

სინამდვილეში, სტატისტიკა არის ის, რაც მოგიყვანეთ. რაც შეეხება პოლიციელების იმიჯს, პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, იცავს თითოეული მოაქლაქის უფლებებს და ჩვენს ოჯახებს. მათ უნდა მივულოცოთ, რომ გაწევრიანდნენ ევროპის პოლიციის ოჯახში. მათ უნდა მივცეთ აუცილებლად სწორი შეფასებები, როდესაც ხსნიან საქმეებს." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.