საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აჩილ თალაკავაძე ჟურნალისტებთან ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის შესახებ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობდა.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესოვის ლიდერი ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრონს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები იყო, გთხოვთ, ცოტა ხნით დაელოდოთ, დღის მეორე ნახევარში, ახალი ოფიციალური ინფორმაცია აჭარის მთავრობის მხრიდან გახდება ცნობილი“–განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ის ასევე არ საუბრობს აჭარის მთავრობის მეთაურის შემცვლელზე და მედიასთნ არც ზურაბ პატარაძის საქმიანობას აფასებს.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას დატოვებს.