აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაჯგუფებები იმდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რომ მათი დასახელება არ ღირს.
„საკმაოდ სერიოზული ძალებია, რომელთაც, რაც გინდათ, ის დავარქვათ – „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ულტრამემარცხენე ინტერნაციონალი. ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან, რომლებიც, პირველ რიგში, ზემოქმედებას ევროპულ ბიუროკრატიაზე ახდენენ. არიან ცალკეული ქვეყნის ლიდერებიც, ვისზეც განსაკუთრებული გავლენა აქვთ, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია აბსოლუტურად კონტროლქვეშ ჰყავთ. იმიტომაც გვიკვირს, რომ ის, რაც აშკარაა, იმის საწინააღმდეგოდ ტყუილებსაც კი გვაბრალებენ. როგორ შეიძლება, რაიმე პარამეტრით მოლდოვა ჩვენზე წინ იყოს, სადმე რაიმე კრიტერიუმით ან მონაცემებით? მაგრამ ამბობენ, რომ არის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამ კვლევებს თავად აკეთებენ, ცალკეული კომპონენტების ლიდერობად ისევ ჩვენ გაასახელებენ და მაშინ, როდესაც შეჯამებასთან გვაქვს საქმე, ამბობენ, თქვენ მაჩანჩალები ხართ, მოლდავაზე უკან ხართო. რატომ? – იმიტომ, რომ ევრობიუროკრატიას დირექტივა მიუვა და რეალობა არ აინტერესებთ. არც აღქმები აღარ აინტერესებთ, მშრალდა პირდაპირ ტყუილებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.









