თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-მა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დაიცვას შავი ზღვის რეგიონში. 

"დადგა თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების საქმე, ისევ იგივე პერსონაჟები, რომლებიც, სხვათა შორის, ხაზარაძესთანაც არიან, მათ შორის, ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ, ისინიც მის პარტიაში არიან - გაიქცნენ ისევ ბრიუსელში და დაიწყეს ჩივილი იმაზე, რომ მოდით, არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ახლა, თურმე, საქართველო პროირანული ყოფილა. რომელიმე თქვენგანმა, ვისაც ნათელი გონება აქვს, რაც არ უნდა დაგავალონ, როგორ უნდა იფიქროთ, რომ საქართველო პროირანული ქვეყანაა?"- აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა