ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თელავში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეებმა, კომისიის წევრებმა: რიმა ბერაძემ და ირმა ზავრადაშვილმა, აგრეთვე, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრმა თინათინ ხანჯალიაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძალადობა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ გამოწვევაა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ძალადობის სხვადასხვა ფორმის დროულად ამოცნობის, სათანადო რეაგირებისა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებისა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე.

ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც მუნიციპალიტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „ოჯახში ძალადობა და ონლაინ ძალადობა ქალებსა და გოგოებში“. ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და კიბერძალადობის წინააღმდეგ მოქმედების გზებზე.