სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან, ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან, ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ:  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი აქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“