გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება მუქარა არ იყო.
„ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ნინო წილოსანი ძალიან დიდი ხნის და ძველი მეგობრები არიან, მათ ჰკითხეთ, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან. ეს არ არის მუქარა. ჩემთვის ნინო წილოსანი აბსოლუტურად ნულოვანი პოლიტიკოსია, რომელიც ყველაფერს კადრულობს და რომლის პირიდანაც აბსოლუტურად ყველანაირი ბრალდება და სიბინძურე ამოდის ხოლმე, ყველას მიმართულებით, სხვათა შორის. გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა. ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ეს მოჰყვა სრულ იდიოტიზმს, რომელითაც ისედაც განებივრებული ვყავრთ ქალბატონ წილოსანს. თურმე ახლა ნიკა გვარამია ალაპარაკებს „ქართული ოცნების“ ყველაზე შავრაზმელ ორგზის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ რაღაც საზღვრები ნინო წილოსანისნაირი ხალხისთვისაც არსებობს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
„ნინო წილოსანს მივმართავ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ვიდეოში.








