სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც თამაზ ბორაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.

დღესვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება. კანონის თანახმად, პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.