მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
"ხაბეიშვილის პატრონი ავანსცენაზე გამოვიდა. ის, ვინც ქურქუმალვაითს ფლობს, მაგრამ თავად კეზერაშვილის საკუთრებაა, აი ხერხემალს რომ უწოდებდნენ და უკეთეს შემთხვევაში კუდუსუნის ძვალი რომ გამოდგა, გუშინ კიდევ ერთ თაღლითს, ფეიგინს უმტკიცებდა, რომ საქართველოში ხელისუფლებას მალე შევცვლითო. დიახ, არც არაფერი შეცვლილა და არც არაფერი გასწორებულა. ისევ მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები და მეგისები გვემუქრებიან, ისევ გატყავებით." - წერს თამთა მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: მთავარია, მოხდეს პროტესტების ორგანიზება - ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი... ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ