„კონგრესში ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან,“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა.
„აქტი თავისი შინაარსით ერთი ერთში იმეორებს იმ პოლიტიკურ მესიჯბოქსს, რაც აქვთ დასავლეთის კონკრეტულ ძალებს და ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. მათი მიზანია ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია და ფერადი რევოლუციით ჩვენი სახელმწიფოს მაიდანიზაცია. ეს გამორიცხულია და ამას ვერცერთი ძალა, დღეის მოცემულობით და ამ მმართველი გუნდის პირობებში ვერ შეძლებს. ეს კარგად იცის ოპოზიციამაც და კონკრეტულმა ძალებმაც.
ახლა მათი მთავარი სამიზნე 26 ოქტომბრის არჩევნებია ანუ არჩევნების შედეგი. კონგრესში ერთ-ერთმა მომხსენებელმა ღიად განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ბრალი დაედება „ქართულ ოცნებას“, სახელისუფლებო გუნდს, თითქოს მან გააყალბა არჩევნები და ეს იქნება ერთ - ერთი მსხვილი და მსუყე საფუძველი იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ისინი ამბობენ, რომ მაიდანიზაციამ უკრაინაში გაზარდა დემოკრატიის ხარისხი. ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან, “ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.