„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს სახალხო დამცველობის დროს ნინო ლომჯარიამსაქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მხოლოდ პარტიული („ნაციონალური მოძრაობის“) ინტერესების დასაცავად გამოიყენა.

მისი ვადის ამოწურვის შემდეგაც არაფერი შეცვლილაუფლებების სახელით, კვლავ თავისთვის მიუღებელი ადამიანების უუფლებობაზე საუბრობს.

ამჯერად POSTV-ისა და TV IMEDI - ის გუნდს დაუპირისპირდა. აცხადებს, რომ ამ არხებს არ ცნობს და არ აღიარებს.

მასში პროფესიულ სენტიმენტებსაც არ იწვევს TV IMEDI, რომელიც როგორც არხი, ერთხელ უკვე მოკლეს

და ფერფლიდან აღდგა, რეიტინგი დაიბრუნა და საზოგადოებას დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის.

მას არაფრად მიაჩნია POSTV-, რომელიცხალხის ძალისპლატფორმაა და რომელიც მედიაში მთავარი არხისა და ოპოზიციური არხების ფეიკ ნიუსებისა და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებისას ინფორმაციული მეხამრიდის ფუნქციას ასრულებს.

სამაგიეროდ, ის ორივე ხელით მიესალმება მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკას.

მათ ეთერში თავმომწონედ პოზირებს და მათი და მათი ბელადის უფლებების დაცვაზეშუნაარსიანადსაუბრობს.

ნინო, POSTV-ხალხის ძალისპლატფორმაა და ამ ორივე ძალის უკან ხალხია!

მიხეილ სააკაშვილის ხელწერით ნუ მოაწერ ხელს შენს სიტყვებზე, ის თუ ტელევიზიების წინააღმდეგ იარაღს იყენებდა შენ სიტყვას იყენებ და უფლებების დაცვის ვერცერთ პრინციპს ვეღარ პასუხობ“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი