ყარაბაღი სომხეთს ჰქონდა წაღებული. აფხაზეთი რუსეთმა წაიღო. რა შუაშია ფაშინიანთან პარალელი, თქვენ ხომ არ აფრენთ? საკუთარ ისტორიას რატომ აყალბებთ? – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულ საზოგადოებას რატომ ანადგურებთ ისტორიის გაყალბების გზით?! რუსები ხართ? თუ თეიმურაზ ხევისთავები? ან ამ თვითგამოცხადებულ „მშვიდობის მაშენებლებთან“ ვულგარული ფლირტი რა ზედაპირული უბედურებაა?
P.S. ფაშინიანი რა შუაშია საერთოდ? აზერბაიჯანმა დაიბრუნა სომხეთის მიერ რუსეთის დახმარებით ოკუპირებული ტერიტორია. რუსეთმა და ოდეკაბემ ფაშინიანს ვერ უშველეს – მიატოვეს, როგორც მეფე ერეკლე, როგორც სირია, როგორც ირანი… რა უნდა ექნა ფაშინიანს ბედთან შეგუების და დასავლეთისკენ მიტრიალების გარდა? ფაშინიანმა რაც ქნა – ანუ ბედთან შეგუება, მოუწევს აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობას, როცა რუსეთი მაგათაც მიატოვებს და 200 ათასზე მეტი დევნილი საკუთარ მიწაზე დაბრუნდება. და ასეც მოხდება. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობას მოუწევს ტრავმის მოშუშება, ეგაა ფაშინიანის პარალელი და არა – საქართველო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.









