ვინ დაუშალა მიშისტებს მიშისტური მარშების მოწყობა და მიშა მიშას სკანდირება, ვინმე ხომ არ ამიხსნის? - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვინ უშლის ხელს, ყოველ საღამოს შეიკრიბონ და გაეშურონ რუსთაველზე მიშას სახელის ყვირილით, როგორც საზმაუს მარში აკეთებს და ყვირის ისეთებს, რის გამოც, ხანდახან, ყურებიდან სისხლი მდის?
რატომ გვაწუხებთ ამ უაზრობაზე ჩხუბით?
ვერასოდეს შეიგნებთ, რომ თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება?
თავმოყვარეობის ფენომენი როდის უნდა გაითავისოთ? ვერასდროს?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.